კინოს ლეგენდები


კინოს ლეგენდები

 

ჩარლის ბიოგრაფია:

სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.)
(16 აპრილი, 1889 – 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც
ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის 
კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, 
ასევე რეჟისორი.

ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა 
ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობას და მუნჯი 
კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65 წლიან 
პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა 
განხილვებისა და ჭორების მიზეზი. დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. 
რიფიტის დახმარებით, 1919 წელს მან დააარსა ცნობილი კომპანია United Artists.

ჩარლი ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ლონდონში. მისი მშობლები 
music hall-ის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ, ისინი 
ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო. ბავშვები 
დარჩნენ დედაზე დამოკიდებულები. Lily Harvey (Hannah Harriet Hill) ჩარლის 
დედამ დაკარგა ხმა და იძულებული იყიო 1896 წელს დაეტოვა სცენა. ჩარლის
მამა ლოთობისგან გარდაიცვალა 1901. ძმები ჩარლი და სიდი (Sydney) დედამისთ
ან ერთად აღმოჩდნენ სამუშაო სახლში ლამბეტაში (Lambeth), ამის შემდეგ 
ბავშვები მიაბარებს ობოლთა თავშესაფარს.

ჩარლიმ სიმღერა თავის მშობლებისგან ისწავლა. ის სცენაზე პირველად 
1894 წელს ავიდა 5 წლის ასაკში, თავისი დედის შემცვლელად music hall-ში. 
1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 
1903 წელს ჩარლის უკვე აქვს ერთი “მუდმივი” სამსახური ( ჩარლი ადრეულ 
ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველი, ექიმის დამხმარე … 
ასაკის გამო ყველგან დროებით …) 14 წლის ასაკში ის თეატრში იწყებს მსახიობად 
მუშაობას და იღებს როლს სტექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი” … ჩარლის არ ჰქონდა 
არავითარი განათლება და ეშინოდა არ დაეკარგა ეს სამსახური, რადგან მან არ 
იცოდა კითხვა კარგად… როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის 
ასაკიდან ის რეგულარულად იწყებს დაკვრას ვიოლინოზე 4-16 საათი დღეში, 
გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა.

1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა როდესაც ის მსახიობის როლს
 იღებს Fred Karno-ს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მი
ემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება Mack Sennett, 
ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და 
მიიწვია თავის სტუდიაში Keystone Film გადასაღებად…ჩარლის პირველი ფილმი 
იყო Making a Living 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს 
Keystone Film-ს და გადადის Essanay Studios-ში.

1921წელს აწყობს ევროტურს.

მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით
 “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”)

ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times”

1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან რადგანაც
აქამდე ის მებობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა… პირველი ხმოვანი 
ფილმი ჩაპლინისა არის “The Great Dictator” რომლის პრემიერაც იყო 1940 
წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის
 მონაწილეობას იღებ
ს როგორც ღატაკი და მაწანწალა …

1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს “Limelight” … ფილმი ხელოვან 
ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში 
ვევე-ში(Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი 
სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) “The Gold Rush” რომელიც 1925 წელს გადა
იღო

1957 წელი ჩაპლინი ჯერ კიდევ იღებს მონაწილეობას თავისივე ფილმში “A..



ოდრი ჰეპბერნი–ლედი მზის სათვალეებით…

YouTube Video




თუ ოდესმე ჩემი ბიოგრაფიის დაწერა მომიხდა, ასე დავიწყებ
:დავიბადე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 1929 წლის 4 მაისს

“მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ იგი, მართლაც, მეფის ასულია, 
რომელიც ერთი ღამით სასახლიდან გაიპარა. . .  წარმოუდგენელია, რომ 
ასეთი არაამქვეყნიური სილამაზისა და სიწმინდის გოგონა სადმე 
ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობდეს და ჩეულებრივი ყოფით იყოს 
დაკავებული.”–ამბობდა ერთ–ერთი ფილმის რეჟისორი.

ოდრი ჰეპბერნის დედა ნიდერლანდელი ბარონესა ელა ვან 
ჰიმსტრა გახლდათ, მამა კი–ინგლისელი ბანკირი ჯონ ჰეპბერნ–რასტონი.. 
ოდრი თვენახევრის იყო, როცა ხველების მწვავე შეტევისგან გალურჯდა და 
სუნთქვა შეწყვიტა, ექიმებმა ოდრის სიცოცხლე ძლივს გადაარჩინეს. სწორედ 
ამას გულისხმობდა ოდრი გარდაცვალებაზე რომ საუბრობდა…


1940წლის ზაფხულის ცხელი დღე იდგა,  ოდრი ქალქ ანჰერმში 
ისვენებდა, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ ქვეყნის ოკუპაცია 
მოახდინა: პატარა ოდრი დაპყრობილ ქვეყანაში იზრდებოდა, 
შიმშილობდა (რადგან საჭმელი არ ჰქონდა) ხშირად ავად ხდებოდა, 
და გარეთ გასვლას ვერც კი ბედავდა. დედა ოდრის სახელსაც კი
 უცვლიდა, და ედას ეძახდა, რადგან სახელი ოდრი ინგლისური 
წარმომავლობის არის, ხოლო ინგლისელებს გერმანელი ჯარისკაცები არ წყალობდნენ.

ოდრი, ანუ ედა, ბავშვობიდან ულამაზესი იყო:გამხდარი, წელში გამოყვანილი, 
ლამაზი ნაქვთებით, მაღალი, მუდამ მოწესრიგებული. მსახიობს 
ოდითგანვე იზიდავდა ცეკვა, მაგრამ, ვაი, რომ ომმს ცეკვა არ უყვარს.

მალე ოდრიმ ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა. ერთ–ერთი ჯარისკაცი, 
რომელზეც ოდრი, (მაშინ ედა) ზრუნავდა იყო ინგლისელი რეჟისორი.
 ოცი წლის შემდეგ სწორედ მან გადაიღო ოდრი პირველ ფილმშ “დაიცადე
 დაბნელებამდე”.

ომის დასრულების შემდეგ გადარჩენილმა ოდრიმ გადაწყვიტა მოსცილებოდა
 ბავშვობაში ჩარჩენილ უბედურებას, და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.
 ცნობილია, რომ მას ძალიან უნდოდა ბალერინობა, ამიტომ სწავლის გაგრძელება
 ბალეტის განხრით სურდა. ოდრი ხშირად დადიოდა საცეკვაო  მოედნებზე, 
კლუბებში. ასე, ის თითქოს ომისეულ განცდებს ფანტავდა, და იშორებდა 
თავიდან. ოდრის ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე რთული მომენტი ბალეტთან 
განშორება იყო: მასწავლებელმა მას უთხრა, რომ იგი ბალეტისთვის ზედმეტად 
მაღალი იყო, 
და თავდაუზოგავადაც რომ ეშრობა კარგი ბალერინა ვერ დადგებოდა.

მალე ოდრი სამშობლოში (ნიდერლანდებში) დაბრუნდა.

1951 წელს ოდრი ფილმ “მონტე–კარლოს” გადაღების დროს რიგირთ 
მოცეკვავედ აიყვანეს, მაგრამ რეჟისორმა უყურადღებოდ არ დატოვა ოდრის ნიჭი, 
სილამაზე და ჰაეროვნება, ამიტომ  ერთ–ერთ მთავარ როლზე დაამტკიცა.

ოდრი ნელ–ნელა პოპულარობას იძენდა. მუშაობდა თავდაუზოგავად, 
მაგრამ ვერ ივიწყებდა წარსულს. ამას თან ერთვოდა პირადული ცხოვრებას:
ოდრისთვის მამა ყოველთცვის მნიშვნელოვანი იყო.. მაგრამ მსახიობის მამა 
ლონდონში ცხოვრობდა, ოდრი კი ნიდერლანდებში.. მათ შორის კი მსოფლიო 
ომი მძვინვარებდა. დიდი მონატრება კი ოდრის განწყობაზე ცუდად მოქმედებდა. 
ოდრიმ მამის ნახვა მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოახერხა.

1953 წლიდან დაიწყო ოდრის ჩაბმა მსოფლიო, ჰოლივუდურ ფილმებში. ის 
მიიწვიეს ახალ როლზე, სადაც მას ცხოვრებით მობეზრებული პრინცესას 
როლი უნდა შეესრულებინა. ამ როლმა მსახიობს პირველი ოსკარი მოუტანა. 
დაბნეულმა და გახარებულმა ოდრიმ სცენაზე უცებ აირბინდა და ჟან ჰერშლოტს..





YouTube Video

მერილინ მონრო (ინგლ. Marilyn Monroe) (დაბადების სახელი:
 ნორმა ჯინ მორტენსონი, ინგლ. Norma Jeane Mortenson) (დ. 1 
ივნისი, 1926 – გ. 5 აგვისტო, 1962) იყო ოქროს გლობუსის 
მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, 
ოლივუდის ერთგვარი "ხატი", კულტისა და ყველა დროის 
სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო.

ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის 
როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. 
მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული 
კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი 
წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ 
ის სერიოზულ როლებზე მუშაობდადა მისი წარმატება მისივე 
დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.

მერილინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად 
იქნა მიჩნეული. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (Jack Clemmons,
 პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის 
გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.

მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ 
ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში.

ოჯახი და ცხოვრების ადრეული წლები

მერილინ მონრო დაიბადა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს 
საქველმოქმედო პალატაში. ბიოგრაფ ფრედ ლავრენს გილზის 
თანახმად, მისმა ბებიამ დელა მონრო გრეინჯერმა ის აიმე სემპლ 
მაკფერსონს მოანათვლინა როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი. მიუხედავად 
იმისა რომ 1946-ში მან სასცენო სახელად მერილინ მონრო აიღო, მას 
მაინც არ შეუცვლია ლეგალურად თავისი სახელი 1956 წლის 23 
თებერვლამდე. მონროს დედა გლედის პირლ მონრო ბეიკერი იყო. 
წლების მანძილზე სჯეროდათ, რომ გლედისის მეორე ქმარი მარტინ 
ედვარდ მორტენსენი (დ. 1897 - გ. 1981)იყო მერილინის მამა. ასევე, 
მონროს დაბადების მოწმობაშიც სწორედ მისი სახელი და გვარი ეწერა.

No comments:

Post a Comment