Thursday, January 31, 2013


კინოს ლეგენდები

 


ჩარლის ბიოგრაფია:

სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.)
(16 აპრილი, 1889 – 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც
ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის 
კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, 
ასევე რეჟისორი.

ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა 
ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობას და მუნჯი 
კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65 წლიან 
პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა 
განხილვებისა და ჭორების მიზეზი. დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. 
რიფიტის დახმარებით, 1919 წელს მან დააარსა ცნობილი კომპანია United Artists.

No comments:

Post a Comment